თავში

არ დაუშვათ 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტია - საია

არ დაუშვათ 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტია - საია
არ დაუშვათ 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტია - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება ამნისტია.

ორგანიზაციის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება არამხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი. ასევე, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას.

"ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას.

ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის, პოლიციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system