თავში

ამნისტია შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე პოლიციელებს - პაპუაშვილი

ამნისტია შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე პოლიციელებს - პაპუაშვილი
ამნისტია შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე პოლიციელებს - პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის, პოლიციელებს. 

პაპუაშვილის თქმით, კანონს ოპოზიციასთან ერთად დღეიდან შეიმუშევებენ, სამშაბათს, 27 აპრილს კი პარლამენტში დააინიცირებენ.

"ამნისტიის აქტი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა იმ პირს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს. ეს შეეხება, როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს," - დასძენს შალვა პაპუაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system