თავში

"არ ენდოთ!" - "მაგთიკომი" აბონენტებს აფრთხილებს

"არ ენდოთ!" - "მაგთიკომი" აბონენტებს აფრთხილებს
არ ენდოთ! - მაგთიკომი აბონენტებს აფრთხილებს

"მაგთიკომი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს.

"მომხმარებელთა საყურადღებოდ!

 ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა, შეგხვდეთ მაგთიკომის და სხვა მობილური ოპერატორების გათამაშების ან სხვადასხვა აქციის სარეკლამო ვებგვერდები და პოსტები.

მიმზიდველ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ან სხვადასხვა პაკეტის შესაძენად ითხოვენ SMS-ის გაგზავნას ან დარეკვას მითითებულ ნომერზე.

შესაძლოა, მოითხოვონ პირადი ან საბანკო ბარათის მონაცემების შევსება. SMS-ის გაგზავნის, დარეკვის ან პირადი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა, თუმცა ვერც გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას და ვერც პაკეტს შეიძენთ!

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის აქციების, გათამაშებებისა თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური Facebook გვერდისა და ვებგვერდის საშუალებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system