თავში

"არ გამოვრიცხავ საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ-ს მამაზე

"არ გამოვრიცხავ საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ-ს მამაზე
არ გამოვრიცხავ საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ-ს მამაზე

"ასეთი ადამიანები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. საღ ჭკუაზეა, თუ არა ის, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა ეს ადამიანი იმ პოტენციის მატარებელი იყოს, რომ ვიღაცას რაღაც დაუშაოს. მე მგონი დროულად უნდა მივიღოთ ზომები,"- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიზა მირიან ნიკოლაძე აცხადებს.

"მე ამ ყველაფერს, არ აღვიქვამ სერიოზულად, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის ზოგადი საფრთხის მატარებელი იყოს.

ვიღაცამ მაინც ურჩიოს, რომ ყოველ დღე ნუ უდასტურებს საზოგადოებას, რომ მისი შვილი აბსოლუტურად შესაძლებელია განზრახ მკვლელობის ჩამდენი იყოს,"- აღნიშნავს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამამ განაცხადა, რომ მირიან ნიკოლაძეს განაჩენი აქვს გამოტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system