თავში

არ გვაქვს შიში რომ ვაქცინის დოზებს ვერ ავითვისებთ - ტიკარაძე

არ გვაქვს შიში რომ ვაქცინის დოზებს ვერ ავითვისებთ - ტიკარაძე
არ გვაქვს შიში რომ ვაქცინის დოზებს ვერ ავითვისებთ - ტიკარაძე

არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ხვალ კვლავ გეგმავს ვიზიტს რეგიონებში და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნობა.

„ჩვენი სტრატეგია არის შემდეგი, რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობასაც ადგილზე ვნახავ, რადგან საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ ვიზიტს ვგეგმავ გურიასა და აჭარაში, ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონში. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, თუ რომელ ქალაქებსა და კლინიკებში იქნება შესაძლებელი Pfizer-ით ვაქცინაცია.

ცნობისთვის, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system