თავში

არავის მივცემთ უფლებას, პროვოცირება გაუწიოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას - გახარია

არავის მივცემთ უფლებას, პროვოცირება გაუწიოს რელიგიურ ნიადაგზე
არავის მივცემთ უფლებას, პროვოცირება გაუწიოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას - გახარია

არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას პროვოცირება გაუწიოს ან ხელი შეუწყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის.

"მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების გნმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს, სახელწმიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system