თავში

არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად სწავლა 15 ივნისს დასრულდება  

არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად სწავლა 15 ივნისს დასრულდება  
არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად სწავლა 15 ივნისს დასრულდება  

სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება,- ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა. მისი თქმით თუ 1 აპრილის შემდეგაც სწავლის პროცესი არ განახლდება, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება.

„თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მასშიც თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი იქნება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმით დაგეგმავს სასწავლო პროცესს.

სწავლის პროცესის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა, ამაზეც მუშაობს განათლების სამინისტრო, გარკვეულ გამოწვევებს უპასუხოს“, – განაცხადა დგებუაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system