თავში

არიან თუ არა ბეირუთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები

არიან თუ არა ბეირუთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები
არიან თუ არა ბეირუთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით მსხვერპლთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

როგორც Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ არის შესული.

"ლიბანში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. პანდემიის პირობებში, მათი უმრავლესობა გაემგზავრა ლიბანიდან.

ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შემოსულა.

საელჩო კავშირზეა ამანში ლიბანის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,"- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ბეირუთის ცენტრში, პორტთან მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. დაშავებულია 4 000-ზე მეტი, არიან დაკარგულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system