თავში

არის თუ არა ვაქცინების საკმარისი მარაგი ქვეყანაში - რას ამბობს ჩხაიძე

არის თუ არა ვაქცინების საკმარისი მარაგი ქვეყანაში - რას ამბობს ჩხაიძე
არის თუ არა ვაქცინების საკმარისი მარაგი ქვეყანაში - რას ამბობს ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკმარისი მარაგია. 

"ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია და ასევე იგეგმება დამატებითი დოზების ვაქცინის შემოტანა. ახლა ჩვენ გვჭირდება ორიენტირება "ფაიზერის" ვაქცინაზე და ასეთია შეკვეთებიც, რომელიც საქართველოში ვაქცინების რაოდენობას უზრუნველყოფს.

"სინოფარმისა" და "სინოვაკის" რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია. ამ ვაქცინების ვადა გაცილებით ხანგრძლივია, ამიტომ ამ მხრივ დამატებითი შესყიდვების აუცილებლობა არ არის. ყველა ადამიანს, რომელიც მიმართავს ვაქცინაციის კაბინეტს შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ ის გაიკეთებს იმ ვაქცინას, რომელიც მისთვის უსაფრთხო და ვადიანია. ამ მხრივ ქვეყანას არანაირი დაბრკოლება არ აქვს", - განაცხადა ივანე ჩხეიძემ "ქრონიკაში".

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

"ომიკრონის" რამდენი შემთხვევაა დადასტურებული, იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system