თავში

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა - PHOTO

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა - PHOTO
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა - PHOTO

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი, როგორც დღეს. მისი თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი ძლიერი ალიანსისთვის მდგრად საფუძველს ქმნის. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ჩარჩო-ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებას, ასევე თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.

ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, დევიდ ნორქვისტმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ოფიციალური საზეიმო ცერემონიალით დახვდნენ. ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საპატიო ყარაულის მარში ზალპით დასრულდა.

ორმხრივ შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და აშშ-ის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

შეხვედრაზე აშშ-თან და NATO-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system