თავში

AstraZeneca-ს ვაქცინის ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა

AstraZeneca-ს ვაქცინის ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა
AstraZeneca-ს ვაქცინის ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ AstraZeneca-სთვის ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად, ხვალ, დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან უკვე AstraZeneca-თი ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები შეძლებენ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღემდე საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, სულ აცრილია - 67136 ადამიანი, დღიურად აცრილთა რაოდენობა - 4689-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system