თავში

"ასტრაზენეკას" 17 000-მდე დოზა ჩამოიწერა" - გამყრელიძე

"ასტრაზენეკას" 17 000-მდე დოზა ჩამოიწერა" - გამყრელიძე
ასტრაზენეკას 17 000-მდე დოზა ჩამოიწერა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "ასტრაზენეკას" 17 ათასამდე დოზა ვაქცინა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა. 

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ ვაქცინაზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო.

"ასტრაზენეკას" ძირითად დოზებს ვადა გასდიოდა სექტემბრისა და ოქტომბრის ბოლოს. განსაკუთრებით ეს ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 ათას დოზას. გვინდოდა, "ასტრაზენეკა" ფართო მასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ვაქცინებთან შედარებით, მოთხოვნა დაბალი იყო.

სექტემბერში ვადა გაუვიდა 3 900 დოზას, ოქტომბერში -13 500 დოზას, ანუ სადღაც 17 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა, აქედან 15 ათასი დოზა მიღებულია დონაციით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის განცხადებით, საქართველოში არსებულ ჩინურ ვაქცინებს, "სინოფარმს" და "სინოვაკს" ვადა 2023 წლამდე აქვს, ხოლო "ფაიზერის" ვაქცინას ვადა 6 თვე ჰქონდა, თუმცა სამი თვით გაუხანგრძლივდა.

ნახეთ, რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში.

კოვიდის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system