თავში

ავარია, რომელმაც 3 ადამიანი იმსხვერპლა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ავარია, რომელმაც 3 ადამიანი იმსხვერპლა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა
ავარია, რომელმაც 3 ადამიანი იმსხვერპლა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორე დაშავებულის - სტაბილური. 

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, გიორგი ბარაბაძის განცხადებით, 62 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა მამაკაცი 62 წლის, რომელიც შემოყვანისთანავე იქნა გადაყვანილი მართვით სუნთქვაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით პოლიტრავმის რეჟიმში ვერიფიცრდა თავის ტვინი დაჟეჟილობა. ქალა-ფუძის მოტეხილობა. გულმკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მეორე პაციენტი 65 მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება მსუბუქი ტვინის შერყევა მდგომარეობა შედარებით სტაბილურია",- განაცხადა ექიმმა გიორგი ბარაბაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system