თავში

თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს
თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა, რომელშიც მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა.

,,კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system