თავში

ავსტრიაში საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების ახალი ცენტრი
ავსტრიაში საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ის დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მოინახულა. ცენტრი აღჭურვილია საკონსულო მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკით. ე.წ. ფრონტ-ოფისს ერთდროულად ორი მოქალაქის მიღება შეუძლია. მისი თქმით, სახელმწიფოს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გააუმჯობესოს ადგილზე მოქალაქეთა მომსახურება.

„საგარეო უწყება გადადის საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრების შემოღებაზე, რაც ეტაპობრივად ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დამკვიდრდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

სამინისტროს ცნობით, საკონსულო ცენტრში დაცულია უსაფრთხოების საჭირო სტანდარტები. მოსაცდელი და მისაღები სივრცე მორგებულია მოქალაქეთა საჭირო მოთხოვნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system