თავში

ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს იწურება

ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს იწურება
ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს იწურება

ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს, 2021 წლის 31 მაისს, იწურება. 31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. 

"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა", - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს, დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system