თავში

ბათუმში, ავარიის შედეგად დაშავებულ 3 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა

ბათუმში, ავარიის შედეგად დაშავებულ 3 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა
ბათუმში, ავარიის შედეგად დაშავებულ 3 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა

"ბათუმში, ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს მარცხენა ბარძაყის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა"- ამის შესახებ report.ge-ს "ნიუჰოსპიტალში" განუცხადეს.

კლინიკის ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.

"ბათუმიდან გადმოყვანილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მარცხენა ბარძაყის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა, დანარჩენი მოტეხილობები ამ დროისთვის დაფიქსირებული აქვს. ჯერჯერობით კლინიკაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და გრძელდება მისი მკურნალობა,"- განუცხადეს report.ge-ს კლინიკაში.

ცნობისთვის, სამი წლის ბავშვს მანქანა ბათუმში 15 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაეჯახა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

დაშავებული თავდაპირველად ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

მცირეწლოვანის ოჯახი რეანომობილს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system