თავში

ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი კორპუსიდან სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი კორპუსიდან სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს
ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი კორპუსიდან სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის მეზობელი კორპუსიდან მოქალაქეთა სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს. მოქალაქეებს ბინიდან პირადი ნივთები გააქვთ.

საინჟინრო ექსპერტიზის განმეორებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირველ სართულზე დაზიანებულია მზიდი კედელი, რის გამოც შენობაში ცხოვრება სახიფათოა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადებით, კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართს აწყობენ, რის გამოც მზიდი კედელი დაზიანდა. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ ექსპერტიზის სამსახურიდან და სთხოვეს მეზობლების ინფორმირება. რამდენიმე საათში, კორპუსში შესაბამისი სამსახურები კომუნიკაციებს გათიშავენ. 

60-მდე ოჯახი დროებით საცხოვრებელში გადადის. ბათუმის მერიას ისინი სასტუმროში გადაჰყავს.მოსახლეობა კორპუსში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დაბრუნდება. 

შენობა 4-სადარბაზოიანია და მემედ აბაშიძის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავედ მდებარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system