თავში

ბათუმის იუსტიციის სახლში ინფიცირების რიცხვი გაიზარდა

ბათუმის იუსტიციის სახლში ინფიცირების რიცხვი გაიზარდა
ბათუმის იუსტიციის სახლში ინფიცირების რიცხვი გაიზარდა

ინფიცირების რიცხვი გაიზარდა ბათუმის იუსტიციის სახლში. კორონავირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და ინფიცირების რიცხვი ორამდე გაიზარდა. 

ბათუმის იუსტიციის სახლში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 8 სექტემბერს გამოვლინდა.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system