თავში

ბესელია: კობახიძეს კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ

ბესელია: კობახიძეს კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ
ბესელია: კობახიძეს კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ

მგონი დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით როცა საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. 

ბესელიას განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მისი სტატუსისთვის შეუსაბამო სიტყვებს იყენებს. 

„შეიძლება, მას ძალიან მოსწონს, რომ მისთვის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, მისი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე, მისი სტატუსისთვის შეუფერებელ ლექსიკონს როცა იყენებს. შეიძლება თავად ხიბლშია და ჰგონია, კარგია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს პარლამენტში რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. 

ქართულ ლექსიკონში არის ძალიან მდიდარი სიტყვები, მათ შორის, თუ უნდა კრიტიკულად გამომხატველი ბევრი კარგი სინონიმი. თუ ძალიან გაუჭირდა, შეგვიძლია, ეს სიტყვები შევაშველოთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინდელ სესიაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "პრემიერმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა."

მანამდე ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ საეტელევიზიო ეთერში ოპოზიციას გოიმური უწოდა, რასაც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კობახიძე საკუთარი თავის შლეგად წარმოჩენას ცდილობს. საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ გიგა ბოკერია არის "ნომერ პირველი გოიმი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system