თავში

"ბეშუმობა“ წელს მოკრძალებულად აღინიშნება

"ბეშუმობა“ წელს მოკრძალებულად აღინიშნება
ბეშუმობა“ წელს მოკრძალებულად აღინიშნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „ბეშუმობა“ წელს ფართო მასშტაბით არ აღინიშნება.

„მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, წელს გაგვიჭირდება სახალხო დღესასწაული „ბეშუმობა“ ფართო მასშტაბით აღვნიშნოთ. მოგვიწევს რეკომენდაციების გათვალისწინება, არ გვექნება ხალხმრავალი „ბეშუმობა“, სამწუხაროდ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები ამას გაგებით მოეკიდებიან და დავიცავთ რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისი უწყებებიდან გვაქვს“, - განაცახდა რიჟვაძემ მთავრობის ადმიანისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, მაღალმთიან აჭარაში,  უკვე საუკუნეებს ითვლის ადგილობრივი ადათ-წესებით გაჯერებული ტრადიცია, რომელიც წლიდან-წლამდე მთაში მცოვრებლების გარდა, უამრავ სტუმარს აერთიანებს. ბეშუმობა, იგივე, შუამთობა აგვისტოს პირველ უქმეებზე იმართება. სახალხო ზეიმი, როგორც წესი, ტრადიციულმა დოღით სრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system