თავში

,,ბევრი შემთხვევაა ისეთი, როდესაც PCR უარყოფითია, მაგრამ მაინც არის კოვიდინფექცია" - კამკამიძე

,,ბევრი შემთხვევაა ისეთი, როდესაც PCR უარყოფითია, მაგრამ მაინც არის კოვიდინფექცია" - კამკამიძე
,,ბევრი შემთხვევაა ისეთი, როდესაც PCR უარყოფითია, მაგრამ მაინც არის კოვიდინფექცია - კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის თქმით, PCR ტესტმა, შესაძლოა, რამდენჯერმე უარყოფითი პასუხი აჩვენოს, მაგრამ ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული იყოს. 

კამკამიძის თქმით, საქართველოში ასეთი არაერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებში კოვიდინფექციას რენტგენოლოგიური გამოკვლევა ადასტურებს. 

,,ბოლო დროს ბევრი ახალი შემთხვევაა ისეთი, როდესაც PCR უარყოფითია, განმეორებით ხდება პისიარის გაკეთება, მაგრამ მაინც არის კოვიდდაავადება. ბოლო დროს საკმაოდ ბევრ შემთხვევას ვხვდებით ასეთს, ჯერჯერობით პროცენტი ძნელი შესაფასებელია, ჯერ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა. რენტგენოლოგური სურათის საფუძველზე, მაღალი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კოვიდდაავადება, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი არ ფიქსირდება ზემო სასუნთქ გზებში. ხშირად გვიხდება ასევე ბრონქო-ალვეოლარულ ლავაჟის ტესტირება და იქ ამ ვირუსის გამოვლენა", - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ,,ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 164 976-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი და საერთო რაოდენობა 137 499-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 540 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system