თავში

ბიძინა ივანიშვილი: "დედის ინსტიტუტის" დანგრევამ ძალიან ბევრი ფასეულობა დაანგრია

დანგრევამ ძალიან ბევრი ფასეულობა დაანგრია
ბიძინა ივანიშვილი: დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ფასეულობა დაანგრია

ბიძინა ივანიშვილი დედებს მოუწოდებს, საკუთარი შვილები თავად გაზარდონ.  ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში "ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, "დედის ინსტიტუტის" დანგრევას უკავშირდება. 

„ამდენი დამაწყნარებელი, რაც ერთ წელიწადს იყიდება, შეიძლება ასწლეულებში არ გაყიდულა. პრობლემა თითქოს ძალიან მარტივია მაგრამ არავინ დამნახავი არაა. დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ფასეულობები დაანგრია. თუ მოვახერხე და წავედი პოლიტიკიდან, მინდა დარჩენილი წლები საზოგადოებას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს მოდაშია, მაგრამ ადამიანს აღზრდაში უნდა მონაწილეობდეს დედა,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system