თავში

ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტი ამოწურულია

ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტი ამოწურულია
ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტი ამოწურულია

 ბუკნარში, ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის  შეხვედრა დასრულდა, რომელსაც გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ყოფილი დეპუტატი ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, მხარეებმა ისაუბრეს და, საბოლოოდ, ეს შეხვედრა შერიგებით და ხელის ჩამორთმევით დასრულდა.

შეგახსენებთ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში, ქრისტიან და მუსულმან მოსახლეობას შორის დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო, მუსლიმების მიერ სალოცავის გახსნის შემდეგ. ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი სალოცავის გახსნის წინააღმდეგ გამოდიოდა.

12 იანვარს სოფლის ცენტრში დაპირისპირება მოხდა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. დაპირისპირების დროს ორი მუსლიმი არასრულწლოვანი დაზიანდა.

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ჩოხატაურში ჩავიდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system