თავში

ჩაქვში, ერთმანეთს ორი მანქანა და ორი მიკროავტობუსი შეეჯახა- არიან დაშავებულები

ჩაქვში, ერთმანეთს ორი მანქანა და ორი მიკროავტობუსი შეეჯახა- არიან დაშავებულები
ჩაქვში, ერთმანეთს ორი მანქანა და ორი მიკროავტობუსი შეეჯახა- არიან დაშავებულები

ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა და ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად,  6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. დაშავებულები ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც report.ge -ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system