თავში

"ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო" - ანდრია ჯაღმაიძე

"ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო" - ანდრია ჯაღმაიძე
ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

დეკანოზი გუშინ, 4 მაისს, გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო გარეჯში მომხდარი ინციდენტი.

როგორც ყოველთვის "მთავარმა არხმა" დამახინჯებულად გაავრცელა ინფორმაცია. თანდათან ირკვევა: სასულიერო პირები არ იგინებოდნენ, ივერი მელაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და მეტიც, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, არც ოპერატორის წაქცევა მოჰყოლია ვინმესგან ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპერატორი მასზე რაიმე ფიზიკურ ზეწოლას არ ადასტურებს", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system