თავში

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც მატარებლიდან ჩამოსვეს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც მატარებლიდან ჩამოსვეს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს
ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც მატარებლიდან ჩამოსვეს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს

ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც დღეს თბილისი-ბათუმის სამგზავრო რეისიდან ჩამოსვეს ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია თუმცა პრევენციის მიზნით მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ჩინეთის ორი მოქალაქე მატარებლიდან დღის მეორე ნახევარში მგზავრების მოთხოვნით ჩამოსვეს. მგზავრები ამბობდნენ, რომ ჩინეთის ორ მოქალაქეს გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ. მატარებელს, რომელშიც ჩინეთის მოქალაქეების ისხდნენ დეზინფექცია უტარდება.

რეისის მგზავრები სხვა მატარებლით გაემგზავრნენ ბათუმში. 

"ჩინელი ცოლ-ქმარი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდნენ. შანხაი მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვეს, დუბაიშიც იმყოფებოდნენ ერთი თვის განმავლობაში. რამდენიმე დღეა საქართველოში ჩამოვიდნენ. იმყოფებოდნენ გუდაურში. გუდაურიდან თბილისში და თბილისიდან მიდიოდნენ ბათუმში. რა მოხდა ზუსტად, არ ვიცი, მაგრამ პაციენტები სასწრაფო დახმარების სამსახურმა მოიყვანა ჩვენთან. ამ ეტაპზე მათი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდანამნეზიდან გამომდინარე ამ პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინებით, თითქოს, ესენი არ უნდა იყვნენ ახალ კორონავირუსთან მიმართებით, როგორც შესაძლო შემთხვევა. ანუ არც ინფიცირებულები არიან და ვიმედოვნებთ რომ არ წარმოადგენენ საშიშროებას გარშემომყოფთათვის. ახლა მიმღებში არიან, ფასდება მათი სიტუაცია. ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი არ აქვთ. მოგვიანებით გადაწყდება თუ მოთავსდებიან სტაციონარში. გაგრძელდება მათი კვლევები და კვლევების შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმამარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრში 3 მოქალაქე რჩება. ერთი ქართველი, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა და 2 ირანელი ცოლ-ქმარი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system