თავში

ჩინურ ვაქცინებს დაცვის ძალიან კარგი პროცენტი აქვთ - ცერცვაძე

ჩინურ ვაქცინებს დაცვის ძალიან კარგი პროცენტი აქვთ - ცერცვაძე
ჩინურ ვაქცინებს დაცვის ძალიან კარგი პროცენტი აქვთ - ცერცვაძე

შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი, განსაკუთრებით კრიტიკულად მძიმე შემთხვევებისგან, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, უსაფრთხოების კუთხით ჩინური ვაქცინები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და გართულებების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. 

"სინოვაკი" არის ერთ-ერთი ორი ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინიდან. ორივეს, "სინოფარმს" და "სინოვაკს" დღესდღეობით საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება "სინოფარმი" და დაახლოებით 30 ქვეყანაში "სინოვაკი". თურქეთი და აზერბაიჯანი მთლიანად "სინოვაკის" ვაქცინით იცრებიან. კვლევის შედეგები კარგია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი გართულებების. შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი, განსაკუთრებით კრიტიკულად მძიმე შემთხვევებისგან და ასევე, აქვთ უსაფრთხოების ძალიან კარგი პროფილი. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია თამამად გააგრძელოს მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჩინურ "სინოვაკზე" რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაცია კი - 24 მაისს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system