თავში

"ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს" - გუკა რჩეულიშვილი

"ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს" - გუკა რჩეულიშვილი
ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს - გუკა რჩეულიშვილი

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის შვილი, გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ კომპანიას დაზარალებულები აღარ ჰყავს. 

"მაიას გამოსვლას ველოდები ძალიან დიდი ხანია და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს, ახლა ისინი არიან მენაშენეები და ჰყავთ ახალი ინვესტორი. ჩვენი ვალდებულება მოვიხსენით და მიწები გადავეცით", - ამბობს გუკა რჩეულიშვილი.

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი 2016 წელს დააკავეს, მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system