თავში

ჩვენ კარი არასდროს არავისთვის არ დაგვიხურავს - კახა კალაძე

ჩვენ კარი არასდროს არავისთვის არ დაგვიხურავს - კახა კალაძე
ჩვენ კარი არასდროს არავისთვის არ დაგვიხურავს - კახა კალაძე

ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ იპოდრომის პარკის პროექტირებაში მონაწილეობა მიიღონ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

"ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელება იპოდრომის პარკთან დაკავშირებით, თითქოს ხდება პარკის ჩაბეტონება, თითქოს ხდება საქეიფო სივრცეების, რესტორნების მოწყობა და ა.შ ბევრი არასწორი ინფორმაცია მოვისმინე ამასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ განმარტება გამეკეთებინა და საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა სწორი ინფორმაცია.

საზოგადოებას წარვუდგინეთ პირველადი კონცეფცია, თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ პარკის განვითარება. დღეს არსებული მდგომარეობითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს არსებული სივრცით, არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ სეირნობს, ბავშვებს ათამაშებს, ზოგს ცხოველები გამოჰყავს, არიან ახალგაზრდები, რომლებიც სპორტით, ფეხბურთით არის დაკავებული, ბეისბოლით არის დაკავებული, ანუ ყველა ჯგუფისთვის არსებობს შესაბამისი სივრცეები, ამიტომ კონცეფციაც ისე არის მიმართული რომ, ისე დაიყოს ეს ერთი დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების და გართობის შესაძლებლობა.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, დასრულებული არ არის და საბოლოოდ არ ვიცით როგორი იქნება, ეს კონკრეტული სივრცე, ამიტომ მინდა მივმართო საზოგადოებას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ჩვენთან ერთად სამუშაოებში და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არასდროს არავისთვის არ დაგვიხურავს ყოველთვის ვცდილობთ ვეთანამშრომლოთ საზოგადოებას, ვისაც გული შესტკივა ქალაქის განვითარებაზე გალამაზებაზე და ა.შ ",- განაცხადა კახა კალაძემ

ცნობისთვის, გუშინ იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები აცხადებდნენ რომ არსებული ტერიტორიის ჩაბეტონება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system