თავში

ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს - კახა კუჭავა

ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს - კახა კუჭავა
ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს -  კახა კუჭავა

ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დღეები, როდესაც განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იწვევს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს, ეს არის დღეები, როდესაც განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იწვევს, გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარსულს, ჩვენს მომავალს. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ის დღე არის და ამ ემოციებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოხარული ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ,საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. გენერალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 26 მაისს გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system