თავში

ჩვენი პროგნოზი გამართლდა - ივანე ჩხაიძე

ჩვენი პროგნოზი გამართლდა - ივანე ჩხაიძე
ჩვენი პროგნოზი გამართლდა - ივანე ჩხაიძე

"ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი, 3 500-ზე მეტი შემთხვევა, მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ამ შემთხვევების უკან უკვე ომიკრონის ვარიანტი დგას, ვინაიდან წინა სამშაბათის მონაცემი იყო თითქმის 1 000-ით ნაკლები" - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ეპიდემილოგოების პროგნოზი გამართლდა. ამასთან, ჩხაიძე განმარტავს, რომ "ომიკრონის" ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში არსებული შემთხვევების რაოდენობას არ ასახავს და რეალურად, "ომიკრონით" ინფოცორებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

"როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში არის 144 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ ანალოგიური რაოდენობაა შემთხვევებისა რეალურად ქვეყანაში.

შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია და ის მატება, რომელსაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის იქნებოდა მაქსიმალური მაჩვენებელი ინფიცირების და გამოწვეული იქნებოდა ომიკრონით, დღევანდელი მონაცემებით გარკვეულ წილად მყარდება," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system