თავში

"ჩვენო უდიდესო ტკივილო, დავმარცხდით, შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი" - სკოლის ემოციური წერილი

"ჩვენო უდიდესო ტკივილო, დავმარცხდით, შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი" - სკოლის ემოციური წერილი
ჩვენო უდიდესო ტკივილო, დავმარცხდით, შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი - სკოლის ემოციური წერილი

ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი კოდონავირუისთ გარდაცვლილი 34 წლის მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ სოციალურ ქსლეში სამძმარს აქ­ვეყ­ნებს.

"ფო­ლა­და­ანთკა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლის, სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი­სა და მე­გობ­რის, მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ჩვე­ნო საყ­ვა­რე­ლო მა­ი­კო, ჩვე­ნო უდი­დე­სო ტკი­ვი­ლო, რო­მე­ლი სი­ტყვე­ბი გა­მო­ხა­ტავს იმ უკი­დე­გა­ნო ტკი­ვილს, რა­საც შენი და­კარ­გვით გან­ვიც­დით პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შენ­თვის და შენი პა­ტა­რას­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით, ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­წუთს ვა­ი­მე­დებ­დით და დღემ­დე გვჯე­რო­და რომ და­ა­მარ­ცხებ­დით ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას. თუმ­ცა დავ­მარ­ცხდით შენ ვე­ღარ გა­უ­ძე­ლი ამ ბრძო­ლას და და­ნებ­დი... ამ­ბო­ბენ ღმერ­თის ნე­ბაა ყვე­ლა­ფე­რიო და ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს თქვე­ნი უმან­კო სუ­ლე­ბი...“ - ვკი­თხუ­ლობთ გვერ­დზე.

ორსული ქალი, რომელიც ჩვილთან ერთად დღეს კორონავირუსით საავადმყოფოში გარდაიცვალა, 34 წლის მაიკო წიკლაურია. ის გასული წლის აგვისტოში დაქორწინდა და 7 თვის ფეხმიძმე იყო.

მაიკო წიკლაური ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლი­და, ის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი იყო.

ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჭაძემ Report.ge-ს განუცხადა, რომ 34 წლის ქალი საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი გადაწყდა მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა.

ამის შემდეგ, დამძიმდა ჩვილის მდგომარეობაც, რის გამოც საკეისრო გაკვეთა ჩატარდა. ვერც ჩვილის და ვერც დედის გადარჩენა მოხერხდა.

"ახალგაზრდა კოვიდდადებითი ქალი, რომელიც ჩვენთან სუნთქვის უკმარისობით მოვიდა, თავიდანვე ჟანგბადამოკიდებული იყო. ამასთან, იყო 29-30 კვირის ორსული. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან მისი მდგომარეობა კრიტიკული არ იყო, გადავიყვანეთ სამიანო განყოფილებაში და შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად დამძიმდა და დასჭირდა ხელოვნური ვენტილაცია, გადმოვიდა ჩვენთან, ბოკერიას სახელობის კლინიკაში. ამავდროულად ტარდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში. როდესაც ბავშვის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ იყო ძალიან კრიტიკული გადაწყდა სასწრაფო საკეისრო კვეთის გაკეთება. ბავშვი ამოვიყვანეთ მუცლიდან, მაგრამ მასაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. სამწუხაროდ რამდენიმე დღეში ბავშვი გარდაიცვალა. დედის მდგომარეობაც დამძიმდა ძალიან, დასჭირდ ორგანოჩანაცვლებითი თერაპია, თირკმელის უკმარისობა წამოვიდა და დავიწყეთ დიალიზი. სამწუხაროდ გუშინ, 6 რიცხვში, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა გოგონა გარდაიცვალა", - განაცხადა ექიმმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system