თავში

"ჩვენც ამას ვითხოვთ" - შალვა ნათელაშვილი თავდამსხმელის მოთხოვნებს ეთანხმება

"ჩვენც ამას ვითხოვთ" - შალვა ნათელაშვილი თავდამსხმელის მოთხოვნებს ეთანხმება
ჩვენც ამას ვითხოვთ - შალვა ნათელაშვილი თავდამსხმელის მოთხოვნებს ეთანხმება

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება. კერძოდ, ნათელაშვილი აცხადებს, რომ ის თავდამსხმელის მოთხოვნებს იზიარებს: 

"ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია

1. აზარტული თამაშების აკრძალვას

2. ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი

3. პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში

ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები" - წერს ნათელაშვილი. 

ნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, ყველა მაღაზია და კომერციული ობიექტი დაიხურა.

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წერეთელის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალის" ოფისში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და 9 პირი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ადგილზე პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.

თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს: გაუქმდეს აზარტული თამაშები, შემცირდეს სესხის პროცენტის 7 პროცენტამდე, შემცირდეს ფასი წამლებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system