თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს და შპს "ალმას" პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს და შპს "ალმას" პასუხობს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს და შპს ალმას პასუხობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით შპს "ალმას" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:

"რადგან საკითხი დღეს ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, რაც თქვენს კომპანიასაც ეს სრულად აქვს გაცნობიერებული და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ფართო მასების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში COVID-19 პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და ამისათვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ გიპასუხოთ თქვენს განცხადებაზე, სადაც აღნიშნავთ, რომ თქვენ ბანერების განთავსების დაპირებული სამთვიანი ვადა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და სახელშეკრულებო ვალდებულებები ამოწურეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ რომ, ფართო საკომუნიკაციო კამპანია სასიცოცხლოდ აუცილებლია მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და უსაფრთხო, ვადასტურებთ იმასაც, რომ ქვეყნის მასშტაბით თქვენს მიერ, ამ შინაარსის არაერთი ბანერია განთავსებული, მაგრამ განვმარტვთ, რომ ცენტრსა და შპს ‘’ალმა’’- სთან 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში თქვენს მიერ განცხადებაში მოყვანილი სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის და ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული.

სახელშეკრულებო პრაქტიკის, საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე თითოეული მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ცენტრსა და შპს ‘’ალმას’’-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობების გათვალსწინებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტშიც, სოციალური და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალსწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრსა და შპს ‘’ალმა’’-ს შორის არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილი იქნება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს - ‘’ალმა’’ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს" - აღნიშნულია განცხადებაში. 

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები სისხლის შხეფების ფონზე არიან გამოსახული. რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა უშუალოდ ბანერების გაკვრის პროცესის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ "სისხლიანი" ბანერებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს ანაცვლებენ.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ფაქტი დაგმო.

ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კომპანია "ალმას" მოუწოდა, სასწრაფოდ დააბრუნოს ვაქცინაციის ბანერი.

თავის მხრივ კომპანიამ საპასუხო განცხდება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა, ხოლო ვადის ამოუწრვის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრს მისთვის ვადის გაგრძელება არ უთხოვია. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ბანერები სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლდა, კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ცენტის მიერ მომზადებული ბანერების განსათავსებლად ალტერნატიული სივრცეები გამოყო. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, მან ბანერები უსასყიდლოდ განათავსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system