თავში

დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა

დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა
დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა

დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოჰყვა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. ჰიდროელექტროსადგურზე წყალდიდობით გამოგამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანია „სვანეთი ჰიდრო“  განცხადებას ავრცელებს.

„დატბორილია „მესტიაჭალა 1“-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 2“-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია“, –  აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენლები ამჟამად ადგილზე იმყოფებიან და წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და გაწმენდით სამუშაოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system