თავში

დაინფიცირდა თუ არა მამუკა ხაზარაძე სელფის გადაღებისას - რას ამბობს პოლიტიკოსი

დაინფიცირდა თუ არა მამუკა ხაზარაძე სელფის გადაღებისას - რას ამბობს პოლიტიკოსი

,,ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომ სელფის გადაღებისას დავინფიცირდი. როგორც გაირკვა, იმ გოგონას, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე სელფი გადაიღო ჩემთან, რა დროსაც მოვიხსენი პირბადე, არ დაუდასტურდა კოვიდი", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

,,ოფისში და ჩემ გარემოცვაში ყველამ ჩაიტარა ტესტირება და არავის დაუდასტურდა, ჯერჯერობით წყარო უცნობია. ჩემი ოჯახი და თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჩემი ვირუსი დაიწყო სიცხითა და შემცივნებით. ჩავიტარე ტესტი, კვირა დილას დამიდასტურდა. ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები, სიცხე მიწევს პერიოდულად. ყველას მოვუწოდებ, მხნეობა არ დაკარგონ. ეს არის დროებითი გამოწვევა და პრობლემა.-მთავარია, ვიყოთ მხნედ და შინაგანად დავამარცხოთ ვირუსი, პირველ რიგში, განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ,,ტვ პირველის" ეთერში. 

პოლიტიკოსი მკურნალობის კურსს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის. 

თავდაპირველად, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის კორონავირუსით, სავარაუდოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ფოტოს გადაღების დროს დაინფიცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system