თავში

დაკარგული ბაია ბერუაშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს

დაკარგული ბაია ბერუაშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს
დაკარგული ბაია ბერუაშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 3 დღის წინ გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system