თავში

"დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ" - გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

"დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ" - გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ - გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"ჩვენ ვგმობთ 2021 წლის "თბილისი პრაიდზე" ჟურნალისტებსა და ორგანიზატორებზე განხორციელებულ მუქარას და თავდასხმას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", – აღნიშნულია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის წინ მიმდინარე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system