თავში

დაშავებული პატრულის მდგომარეობა მძიმეა

დაშავებული პატრულის მდგომარეობა მძიმეა
დაშავებული პატრულის მდგომარეობა  მძიმეა

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა,- ამის შესახებ report.ge-ს ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. 

მათივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა და სამართალდამცველი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, რის გამოც მას გუშინვე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

გუშინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system