თავში

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.

"ჩემი უსაყვარლესი მეგობარი წავიდა...

ტელელეგენდა, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა...", - წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ცნობილ ტელეწამყვანს, მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ ვარსკვლავი გაუხსნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system