თავში

"დელტა" შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ 60%-ის აცრაც აღარ არის საკმარისი" - გამყრელიძე

"დელტა" შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ 60%-ის აცრაც აღარ არის საკმარისი" - გამყრელიძე
დელტა შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ 60%-ის აცრაც აღარ არის საკმარისი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის "დელტა" შტამის დროს, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაც აღარ არის საკმარისი.

"დღეს გყავს მოზრდილი მოსახლეობის 26% აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60%, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60% აღარ არის უკვე საკმარისი. "დელტა" შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.

"16 სექტემბრიდან ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას. უნდა მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ ვართ აცრილი, მეტად ვართ დაცული", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%; სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%; 23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system