თავში

დღეს კალანდობაა

დღეს კალანდობაა
დღეს კალანდობაა

დღეს კალანდობაა. კალანდა ტრადიციული გურული ახალი წელია.

კალანდა წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს, არავინ იცის, რატომ დაარქვეს გურულებმა ახალ წელს კალანდა, მაგრამ საქართველოს ამ კუთხეში ამ დღესასწაულს ასე მოიხსენიებენ. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობს, გურულებისთვის ეს დღესასწაული გაცილებით გვიან დგება. ისინი კალანდობას 14 იანვარს აღნიშნავენ.

ახალ წელს გურულები ეპატიჟებიან მეკვლეს და თვითონაც მიდიან მეკვლედ. 

ტრადიციის მიხედვით ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა. გურულები წმინდა ბასილის პატივსაცემად, კალანდობას ჩიჩილაკს რთავენ. ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system