თავში

დღეიდან საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება წყება

დღეიდან საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება წყება
დღეიდან საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება წყება

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის წინააღმდეგ ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება. სახელმწიფო ყოველდღიურად პირველი თებერვლის ჩათვლით, 24 ათასამდე ტესტს გააკეთებს.

პირველ ეტაპზე შემოწმდებიან სიმპტომების მქონე პაციენტები. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც ისარგებლებენ.

ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, ოჯახის ექიმი პაციენტის მდგომარეობას შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებას დაუნიშნავს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით,პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ ტესტებს კერძო კლინიკებსა და ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტები დაემატება.

„განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში მაშინვე გადასვლას გულისხმობს, საყურადღებო შემთხვევების - კოვიდ-სასტუმროებში გადასვლას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას“, - განმარტა სიჭინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system