თავში

დღეს ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეც-რეისი შესრულდება

დღეს ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეც-რეისი შესრ
დღეს ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეც-რეისი შესრულდება

დღეს თელ-ავივიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეც-რეისი შესრულდება. გეგმიური რეისის ფარგლებში არასრულწლოვანი მოქალაქეები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები, ასევე აშშ-დან ტრანზიტული მგზავრები დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

ამ რეისითვე ჩამოიტანენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, რომელსაც საქართველოს ელჩი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადასცემს. 

„საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

18 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 7353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6435 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system