თავში

დიდ დიღომში დაიტბორა შენობა, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან - VIDEO

დიდ დიღომში დაიტბორა შენობა, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან - VIDEO
დიდ დიღომში დაიტბორა შენობა, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან - VIDEO

თბილისში, დიდ დიღომში წყალდიდობის გამო სახლების პირველი სართულები დაიტბორა. შენობაში, სადაც ბერი ანდრიას ფონდია განთავსებული, წყალი შევარდა. ვიდეო სოციალურ ქსელში, ფონდის გვერდზე ვრცელდება.

შენობაში სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან. 

ცნობისთვის, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო დატბორილია დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს დატბორილი ქუჩა და მანქანები, რომელიც წყალს მიაქვს და ერთმანეთს ეჯახება. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამჟამად 17 ჯგუფი მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system