თავში

დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაზა ოჯახს დაუბრუნდება - ირმა ბუთხუზი

დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაზა ოჯახს დაუბრუნდება - ირმა ბუთხუზი
დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაზა ოჯახს დაუბრუნდება - ირმა ბუთხუზი

290 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს დაუბრუნდება,ამის შესახებ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება, რომელმაც შედეგი უნდა გამოიღოს. 

"დღეს, 290 დღე გავიდა რაც ზაზა ცხინვალის ციხეში ზის და ველოდებით შედეგს. ამდენი ხნის მუშაობას უკვე შედეგი უნდა გამოეღო. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი დღეს დადგება და ზაზა ოჯახს დაუბრუნდება", - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.

ცნობისთვის, დღეს, ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს, 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system