თავში

ძალიან ვთხოვ ყველას - პაატა იმნაძის მიმართვა

ძალიან ვთხოვ ყველას - პაატა იმნაძის მიმართვა
ძალიან ვთხოვ ყველას - პაატა იმნაძის მიმართვა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს. 

პაატა იმნაძე ადამიანებს, ვისაც, კორონავირუსის თუნდაც მცირე სიმპტომი აღენიშნება, ტესტის ჩატარებას ურჩევს.

,,სამწუხაროდ, ვხედავ რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა ეცემა, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც მინიმალური სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. დღეს ქვეყანას თავისუფლად შეუძლია დღეში 20-22 ათასი ტესტის გაკეთება. სამწუხაროდ, ეს რაოდენობა 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ნაკლებად მიდიან", - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ დაწესებულებაში ე.წ. სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატრებაა შესაძლებელი.

ნახეთ, კლინიკები, სადაც კორონავირუსზე სწრაფ ტესტს უფასოდ ჩაიტარებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system