თავში

ძაღლების თავშესაფრი: ძაღლი უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასიკვდილოდ ძალიან ცოდოა - VIDEO

ძაღლების თავშესაფრი: ძაღლი უნდა დაისაჯოს, მაგრამ
ძაღლების თავშესაფრი: ძაღლი უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასიკვდილოდ ძალიან ცოდოა - VIDEO

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრი Facebook გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვი მარკეტთან მიკედლებულ ძაღლს უახლოვდება, რა დროსაც ძაღლი მცირეწლოვან ბავშვს კბილის გაკვრით მსუბუქ დაზიანებას აყენებს. 

თავშესაფრის ინფორმაციითვე, შემთხვევის გამო, ძაღლი ცხოველთა მონიტორინგის მიერ მერიის თავშესაფარში იქნა გადაყვანილი, სადაც განაჩენს ელოდება. 

"3 აგვისტოს საღამოს ვაშლიჯვარში ერთ-ერთ მარკეტთან, სადაც წლებია მიკედლებულია კასტრირებული ძაღლი სახელად ჟორიკა, ინციდენტი მოხდა. პატარა გოგონა, სავარაუდოდ მამასთან ერთად მოძრაობდა მაღაზიის წინ. გოგონა მივიდა ძაღლთან მოფერების მიზნით, მაგრამ ჟორიკას შეეშინდა და კბილი გაკრა. საბედნიეროდ გოგონამ მიიღო მსუბუქი დაზიანება, მაგრამ დიდი სტრესი და შიში.

ჟორიკას საქციელს გამართლება არ აქვს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასიკვდილო განაჩენისთვის ძალიან ცოდოა.
ძაღლი გადაყვანილია ცხოველთა მონიტორინგის მიერ მერიის თავშესაფარში და ელოდება განაჩენს.
აქვე გთავაზობთ სათვალთვალო კამერის ამონაწერს, სადაც ეს ინციდენტი კარგად ჩანს,"
- აღნიშნულია თავშესაფრის Facebook გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system