
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობსთბილისი-ზუგდიდის მატარებლის იმ ვაგონის მგზავრების მოძიება, რომლებმაც კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდა ქალთან ერთად იმგზავრეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის მოძიებულია ხუთი მგზავრი. სამი მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა, ხოლო ორი კარანტინში გადაიყვანეს.
Covid-19 დღეს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა. ის ზუგდიდში 28 აგვისტოს ჩავიდა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა.
წუხელ მას ვირუსი დაუდასტურდა. პაციენტი რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასტუმროში ჩატარდა დეზინფექცია და თანამშრომელი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, თვითიზოლაციაშია.
გაირკვა, რომ ქალმა თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებლით იმგზავრა.